"ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი მხოლოდ "ქართული ოცნების" აქტივისტების გამოსაკვებადაა განკუთვნილი"
"ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი მხოლოდ "ქართული ოცნების" აქტივისტების გამოსაკვებად არის განკუთვნილი"- განაცხადა ქუთაისის საკრებულოს "ევროპული საქართველოს" წევრმა დავით გოგისვანიძემ. პარტიის წარმომადგენლებმა ქუთაისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტები პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განიხილეს.
დავით გოგისვანიძის თქმით, როგორც ბიუჯეტის პროექტიდანაც ჩანს, ხელისუფლება არჩევნების შედეგების გამო, თავს დავალებულად არა მოსახლეობის, არამედ საკუთარი პარტიული აქტივისტების მიმართ მიიჩნევს.
"სამწუხაროდ, ქუთაისის მოსახლეობამ მიიღო პასუხი, თუ რისთვის აირჩიეს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი. ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი მხოლოდ "ქართული ოცნების" აქტივისტების გამოსაკვებად არის განკუთვნილი, ბიუჯეტის 60 პროცენტი არის ხელფასებისათვისაა განსაზღვრული", - განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















