ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტი 53 მილიონი ლარით განისაზღვრა
ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტი დაახლოებით 53 მილიონი იქნება.
მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის დავით ნიშნიანიძის თქმით, ბიუჯეტი წინა წლის მონაცემებთან შედარებით, ორი მილიონი ლარით არის გაზრდილი. ამასთან, თანხას 2018 წლის ნაშთი და რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხა დაემატება. მერიამ ფონდს 11 მილიონი ლარის პროექტები გაუგზავნა.
"2019 წელს ველოდებით ზრდას. დაახლოებით გაიზრდება 2 მილიონი ლარით, ასევე რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყოფა 11 მილიონი ლარი, რაც გასულ წელთან შედარებით 3 მილიონით მეტი იქნება. ამასთან, წლის განმავლობაში გაიზრდება რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი დაფინანსება. ასევე 1 7650 000 ლარით გაიზრდება გათანაბრებითი ტრანსფერის მოცულობა. 2019 წლის ბიუჯეტი იქნება ბევრად უფრო მოცულობით და ბევრად მორგებული ხალხის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე"-განაცხადა დავით ნიშნიანიძემ.
მერიამ ბიუჯეტის საჯარო დაგეგმვა დღეს დაიწყო. წერეთლის უნივერსიტეტში შეკრებილი იყვნენ, როგორც მოქალაქეები, ასევე მერიის დაა ააიპების თანამშრომლები. ბიუჯეტის პრიორიტეტები და განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია მათ ვიცე-მერებმა ნინო თვალთვაძემ და იუზა უგულავამ და მერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ ნოდარ ჯიქიამ მიაწოდეს.
განხილვას არ დასწრებია ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.
"დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო უზრუნველყოფილიყო მოსახლეობის ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესში, ამიტომ წარვადგინეთ ძირითადი პარამეტრები, თუ რა თანხის დახარჯვას ვაპირებთ პრიორიტეტების მიხედვით, ჯერი იყო მოქალაქეებზე მოეწოდებინათ ჩვენთვის მათთვის მნიშვნელოვანი ინიციატივები. ჩვენ სამუშაოდ გამოვყავით სამი სექცია, ინფრასტრუქტურა, სოციალური და ახალგაზრდული საკითხები. მათ შორის კულტურა და სპორტი. როგორც იცით, ქუთაისის მერიამ პრიორიტეტების დოკუმენტით სწორედ ეს სფეროები განსაზღვრა"-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
დღესვე ისაუბრეს 2018 წლის ბიუჯეტის შესრულებასა და განხორციელებულ პროექტებზე. ბოლო მონაცემებით, 2018 წლის ბიუჯეტი 66 363 600 ლარი გახდა.

ქუთაისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















