ქუთაისის 31-ე ბაღის რეკონსტრუქცია დაიწყო
ქუთაისის 31-ე ბაღში სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო. ერთი წლის მანძილზე ავარიულ მდგომარეობის გამო გაჩერებული ბაღის შესახებ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა. ,,ჩვენ მოვიპოვეთ დაფინანსება და მომავალ წელს სრულად რეაბილიტირებული ბაღი იქნება ქალაქში. არსებულ შენობას ასევე უკეთდება მიშენება, სადაც სამზარეულო და სველი წერტილები იქნება.“
ბაღის ადგილაას სატუმროს აშენებაზე გავრცელებულ ინფორმაციას კი მერი უარყოფს. ქუთაისის 31-ე ბაღის რეაბილიტაცია 400 000 ლარით რეგიონალური განვითარების ფონდის მხრიდან ფინანსდება.
შენობის რეკონსრუქცია რამდენიმე დღის წინ დაიწყო და მომავალი წლის იანვრის ბოლოს დასრულდება.
ავტორი: მარუსა ხურციძე





16:29
18:25
15:07
12:11
















