|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის #59 საოლქო კომისიის გადაწყვეტილება სასამართლო დავის მიზეზი გახდა

ქუთაისის #59  საოლქო კომისიის გადაწყვეტილება სასამართლო დავის მიზეზი გახდა. 25 ოქტომბერს საოლქო კომისიის მიერ "ლორთქიფანიძე, კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს" საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო პარტიის წარმომადგენელმა სასამართლოს მიმართა.

გოგი წულაია უბნების განმეორებით გადათვლას ითხოვს. მისი თქმით, კანდიდატის და პარტიის ხმები ერთმანეთს ემთხვევა ხოლმე, თუმცა მისი შემთხევა გამონაკლისია. წულაიას სასამართლო პროცესი ხვალ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე არის ჩანიშნული.

თუ სასამართლო დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, წულაია  განაჩენის სააპელაციოში გასაჩივრებას და აქციებს გეგმავს.

საოლქოს გადაწყვეტილება, ასევე გააპროტესტა „ლეიბორისტულმა პარტიამ“. პროცესი დღეს გაიმართება. დღეს არის ჩანიშნული "საიას" საჩივრის განხილვა. "საიამ" 80, 87 და 110 ნომერ უბნებზე შემაჯამებელ ოქმებში არსებული დარღვევვები გააპროტესტა და ხმების გადათვლა მოითხოვა. 

 

"ლეიბორისტული პარტია" ქუთაისში 5 უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა