|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტი თებერვალში 47 513 მგზავრს მოემსახურა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2019 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 625,236 მგზავრს მოემსახურა. თებერვალში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში.

ქუთაისში მგზავრთა ნაკადი 111%-ითაა გაზრდილი. აეროპორტი თებერვალში 47 513 მგზავრს მოემსახურა. ორი თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის აეროპორტი 103 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა. 112%-ით არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით,  დაგეგმილია, მომავალში  ქუთაისის აეროპორტს დაემატოს ახალი ტერმინალი. მათი ინფორმაციით, თუ დღეს აეროპორტი დღეში 300-400 მგზავრს ემსახურება, ახალი ტერმინალის დამატებით ეს რიცხვი დღეში 1200-მდე გაიზრდება. ასევე ქუთაისის აეროპორტიდან დაემატება ფრენები  6 ევროპულ ქალაქში. 

 

წყარო:commersant.ge

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა