|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები აღდგა

ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები აღდგა. ქუთაისის საერთაშორიოსო აეროპორტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,   ამ დროისთვის არსებული ბოლო ინფორმაციით, ქუთაისი-პარიზისა და ქუთაისი-სალონიკის მიმართულებით რეისები შესრულდა. რაც შეეხება ქუთაისი-ბუდაპეშტის მიმართულებას, ის 14:00 საათზე შესრულდება.

 

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" მადლობას უხდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლებს და ავიაკონპანია "Wizz air"-ს ფორსმაჟორულ ვითარებაში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. რაც შეეხება ბარგს, ის მთლიანად გადმოტვირთეს და მათ ადრესატები საკუთარ მისამართებზე მიიღებენ.

იმერეთის რეგიონში არსებული ძლიერი ქარისა და უამინდობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ორი დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობას.

შეგახსენებთ, ძლიერი ქარის გამო გუშინ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები დროებით გადაიდო.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა