ქუთაისის აეროპორტში ახალი რეისები ემატება
ქუთაისის აეროპორტში ახალი რეისი დაემატება. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ავიაკოპანია "სკატის" პირველი პირდაპირი რეისის აქტაუ - ქუთაისი - აქტაუს შეასრულებს.
აღნიშნულის შესახებ ავიაკოპანიის წარმომადგენლები დეტალურ ინფორმაციას 8 ივნისს სასტუმრო "პლაზაში" გაავრცელებენ.
მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 94,37%-ით გაიზარდა.
რამდენიმე დღეში ქუთაისიდან პირდაპირი ფრენა ლონდონის მიმართულებით დაემატება, რომელსაც ავიაკომპანია "ვიზეარი" განახორციელებს.
ქუთაისის აეროპორტიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა - ბუდაპეშტის, მოსკოვის, კატოვიცეს, სალონიკის, ლარნაკას, დორტმუნდის, ბერლინის, მემინგემის, მილანის, ვილნიუსის, კიევის, ხარკოვისა და ვარშავას მიმართულებით ხორციელდება.
ამ თემაზე: ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 94,37 %-ით გაიზარდა
ქუთაისის აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
5 ყველაზე პოპულარული მიმართულება ქუთაისის აეროპორტიდან
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















