|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტში მომხდარ შემთხვევას "თეთრი ხმაური" აპროტესტებს

მოძრაობა "თეთრი ხმაური"  შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებს.

ქუთაისის აეროპორტში ჩხრეკა  მოძრაობის "თეთრი ხმაური" აქტივისტს, ღამის კლუბის მენეჯერს და მათი თანამშრომლებს ჩაუტარდათ.  როგორც მათ შემდეგ განაცხადეს,  ჩხრეკის  შემდეგ, 5 გოგო და ერთი მამაკაცი პოლიციამ ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში, ტომოგრაფიის გასაკეთებლად გადაიყვანა. სამართალდამცველები ამჯერად ნარკოტიკს, ახალგაზრდების სხეულში ეძებდნენ, თუმცა  სამედიცინო ჩარევამ დადებითი პასუხი არ აჩვენა, რის შემდეგაც ახალგაზრდები გაათავისუფლეს.

 შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე განმარტება  დღის ბოლოს გააკეთა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით მიმდინარეობს. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე. 

 მოძრაობაში აცხადებენ, რომ გვიან ღამით მათი კიდევ ერთი წევრი, გიორგი კიკონიშვილი ორბელიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩხრიკეს, თუმცა მას კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არ აღმოაჩნდა.

მოძრაობის წევრები მიზანმიმართულ დევნაზე საუბრობენ და საჭიროების შემთხვევაში, საპროტესტო აქციებსაც აანონსებენ. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა