|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტში მომხდარი თავდასხმის სასამართლო განხილვა ერთი თვით გადაიდო

ქუთაისის აეროპორტში პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე მომხდარ თავდასხმის ფაქტზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა, რის გამოც  ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს დანიშნული პროცესი გადაიდო.

როგორც ინციდენტში მონაწილე დავით გორგოძის ადვოკატი გიორგი დვალიშვილი განმარტავს, სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 16 თებერვალს გაიმართება.

ქუთაისის აეროპორტში ინციდენტი 2018 წლის 1 დეკემბერს მოხდა.  მომხდარზე პოლიციამ ოთხი პირი დააკავა. ორი  წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 700 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს, ერთის ბრალეულობა არ დადასტურდა. რაც შეეხება მთავარ მონაწილეს დავით გორგოძეს, მან საპატიმრო 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა. 

მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საზგადოებრივად სასარგებლო შრომას, ან ერთწლიან პატიმრობას ითვალსწინებს. 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა