|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს თავს დაესხნენ

ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს თავს დაესხნენ. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, მათ ფიზიკურად ხუთკაციანი დაჯგუფება გაუსწორდა.

ჩარკვიანის განცხადებით, ისინი აეროპორტში მყოფმა ქალბატონებმა დაიცვეს. მისივე თქმით, ძალადობა პოლიციის თანდასწრებით ხდებოდა და ისინი დაზარალებულებს არ დაეხმარნენ.

"ორი პოლიციელი იდგა იქ და არცერთი პოლიციელი არ გაინძრა", - განაცხადა მან.

ჩარკვიანის განცხადებით, მოძალადეებმა მათ განუცხადეს, რომ მათ პოლიტიკური პოზიციის გამო გაუსწოდნენ.

თავდამსხმელებმა ტეროტორია ისე დატოვეს, რომ ისინი არ დაუკავებიათ. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა