|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ყავს

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე საქმიანობას ახალი რექტორი დღეიდან შეუდგება.

აკადემიურმა საბჭომ რექტორის პოზიციაზე ამავე უნივერსიტეტის პროფესორი როლანდ კოპალიანი 15 ხმით აირჩია. არჩევნებში სულ ორი კანდიდატი მონაწილეობდა. რექტორობის მეორე კანდიდატმა დავით ნიშნიანიძემ (#41 საჯარო სკოლის დირექტორი) მხოლოდ 2 წევრის მხარდაჭერა მიიღო, ორი ბიულეტენი კი გაბათილდა.

როლანდ კოპალიანი, რომელიც სასწავლებელში რექტორის აპარატის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა, აწსუ-ს მომდევნო 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება უნივერსიტეტის უკვე ყოფილ რექტორს, გიორგი ღავთაძეს, ის მუშაობას უნივერსიტეტში ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სტატუსით გაარძელებს.

როლანდ კოპალიანი სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერებათა დოქტორი და აგრონომიის მკვლევარი-სპეციალისტია. მას დამთავრებული აქვს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტი.

 2016 წლიდან არის აწსუს აკადემიური საბჭოს წევრი.  

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა