|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი მარიამ როინიშვილთან ერთად კონცერტს გამართავს

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი მარიამ როინიშვილთან ერთად  შემაჯამებელ კონცერტს გამართავს.

 ღონისძიება ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდულ ცენტრთან არსებული ვოკალური, საბალეტო, ქართული და ლათინო-ამერიკული ცეკვის სტუდიები.

"ახალგაზრდულ ცენტრში ტრადიციად ჩამოყალიბდა უმასპინძლოს სხვადასხვა ჟანრის ქართველ მომღერალს.  მიხარია, რომ წელს საანგარიშო კონცერტი სწორედ მარიამ როინიშვილთან ერთად გაიმართება", -განაცხადა ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ.

 კონცერტი 30 ივნისს,  16.00 საათზე დაიწყება, რომელზეც  დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ავტორი: ნიუპრესი