|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი" მსოფლიო სამძიმარს უერთდება

"ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრთან" ფრანგი ხალხის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორებმა და რიგითმა მოქალაქეებმა დღეს ქუთაისში გამართული აქციით ტერორიზმი დაგმეს.

„უნდა დაიძლიოს ყველგან ფუნდამენტალიზმი, ტერორიზმი და ექსტრემიზმი. არ აქვს მნიშვნელობა სად ხდება ეს,  ჩვენ დღეს ყველანი პარიზელები ვართ“, - განაცხადა ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ. 

შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერის  შეიარაღებული პირები  პარიზის სხვადასხვა ადგილზე თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და სპორტულ მოედნებს.  განხორციელებულ ტერაქტებს 153 ადამიანი ემსხვერპლა. 

ავტორი: მარუსა ხურციძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა