1945-1947 წლებში ქუთაისში მყოფი პოლონელი ტყვეების პატივსაცემად მემორიალი მოეწყობა
ქუთაისში ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის დელეგაცია იმყოფება, რომელსაც საქართველოში პოლონეთის სრულუფლებიანი ელჩი მარიუშ მაშკევიჩი ხელმძღვანელობს. ვიზიტის მიზანი ქუთაისთან თანამშრომლობის გაღრმავება და დაგეგმილი პროექტებია.
დელეგაცია იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ და ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თავლთვაძემ მიიღეს. პოლონეთის ელჩის მარიუშ მაშკევიჩის განცხადებით, ვიზიტი ასევე ეხება ქუთაისი ბანაკში 1945-1947 წლებში პოლონელი ტყვეების ყოფნას.
"ეს ჩემი პირველი ვიზიტი არ არის ქუთაისში, დღევანდელი ვიზიტი ეხება პოლონელი პატრიოტების ხსოვნის აღნიშვნას, რომლებიც განისვენებენ ქუთაისის ტერიორიტიაზე. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს აღნიშნული და მათი ხსოვნა დაფასებული", - განაცხადა მარიუშ მაშკევიჩმა.
მისი თქმით, ასევე დაინტერესებული არიან პოლონეთის პირველი პრეზიდენტის წარსულით და სწავლობენ ვლადისლავ რაჩკევიჩის აღზრდამ და ქუთაისში მიღებულმა განათლებამ რა როლი შეასრულა მის შემდგომ წარმატებაში.
იმერეთის გუბერნატორის შავლეგო ტაბატაძის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკება, მხარეებს შორის ურთიერთობის გაღრმავების და ასევე პოლონელი ტყვეების პატივსაცემად ქუთაისში, შესაძლებელია, მემორიალური დაფა განთავსდეს.
"დღეს სტუმრად გვყავდა პოლონეთის ელჩი დელეგეცისთან ერთად. ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, ქალაქების და რეგიონების სამომავლო თანამშრომლობაზე. ვგეგმავთ მეტად დაუკავშირდნენ რეგიონები ერთმანთს. პოლონეთს დიდი გამოცდილება აქვს და ისტორიულად მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ასევე, შევეხეთ სხვადასხვა მიმართულებებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევეხეთ, ქუთაისში არსებულ ტყვეთა ბანაკს, სადაც პოლონელი მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ და ამ მხრივაც გვინდა გადავდგათ მკვეთრი ნაბიჯები, თუნდაც ქუთაისში დაღუპული მეომრების პატივსაცემად მემორიალური დაფა განვათავსოთ", - განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.
მისი თქმით, დღეს ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები დაგეგმილი, მოგვიანებით შეიქმება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მიეცემა დავალებები დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















