|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს ბიუჯეტის პროექტი 16 ნოემბერს წარედგინება

ქუთაისის 2016 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს. ბიუჯეტის პროექტს მერია საკრებულოს 16 ნოემბერს წარუდგენს. კანონი მთავარი საფინანსო დოკუმენტის წარდგენას 15 ნოემბერს ითვალისწინებს, თუმცა არასამუსაო დღის გამო ბიუჯეტის წარდგენა 16 ნოემბერს მოხდება.

ბიუჯეტის პრიორიტეტები, მსგავსად გასული წლებისა, სოციალური სფერო, ინფრასტრუქტურა, ბაღების რეაბილიტაცია და სრული სერვისის დანერგვა იქნება, ასევე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა კულტურის და სპორტის სფეროს.

ბიუჯეტის  დაგეგმარებაზე ქუთაისის მერმა ერთ–ერთ სატელევიზიო გადაცემაში სტუმრობისას ისაუბრა. მისი თქმით, წელს გაზრდილ ბიუჯეტს ელოდებიან.

ბიუჯეტის პროექტის გაცნობისას დაიწყება მისი განხილვა, რის შემდეგაც  საკრებულომ ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტი დეკემბრის ბოლოს უნდა დაამტკიცოს.

                                                                                                                                 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა