ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე საგამოფენო სივრცის მოწყობისათვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მდებარე მუზეუმის ნაცვლად, რეკრეაციული ინფრასტრუქტურის - მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოწყობისათვის 4 999 227ლარი დაიხარჯება. სამუშაოების წარმოებისათვის ქალაქის მერიამ ტენდერი NAT220012810 გამოაცხადა.
ტენდერის პირობების თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადა 2023 წლის 15 თებერვალის ჩათვლით განისაზღვრა.
ამასთან, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წლის განმავლობაში ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის აღმოჩენის შემთხვევაში შემსრულებელი კომპანია ვალდებული იქნება წარმოქმნილი დეფექტი საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს.
ყოფილი მუზეუმის შენობის განახლება რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:36
10:58
23:12
12:36
15:31
















