|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე საფარი იცვლება

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. რეაბილიტაციის ფარგლებში  მოედნის საფარი იცვლება. 

სამუშაოებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახორციელებს.

პარალელურად, ქუთასიის მერიამ გამოაცხადა ტენდერი ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციის პროექტირებაზე, რის შემდეგაც დაიწყება სამუშაოები. პროექტი შენობის რეაბილიტაციას მოიცავს, ამასთან, მოეწყობა "ვი აი პი" ლოჟა და პრესცენტრი, შეიცვლება თუ არა სკამები,  ამ დროისთვის უცნობია.

სამუშაოების გამო სტადიონი გარკვეული პერიოდით დაიკეტა.

არასათანადო მდგომარეობის გამო, ქუთაისში ევროპალიგის თამაშები ვერ გაიმართა.

 

ფოტო: "ტორპედოს" ოფიციალური გვერდი

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა