ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის სრული რეაბილიტაცია იგეგმება
მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სასწავლებლის სრული რეაბილიტაცია ერთ წელში მოხდება, - ამის შესახებ საიუბილეო ღონისძიებაზე სამუსიკო სასწავლებლის დირექტორმა მანანა კიკაბიძემ განაცხადა, რისთვის მადლობა კულტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს მიხეილ გიორგაძეს გადაუხადა.
"როგორც ცნობილია, მოხდება მესხიშვილის და ოპერის თეატრის რეაბილიტაცია, ასევე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს. მადლობას ვუხდი მიხეილ გიორგაძეს, ამ დამოკიდებულებისათვის", -განაცხადა მანანა კიკაბიძემ.
სასწავლებლის 100 წლის იუბილეზე მიხეილ გიორგაძეს ელოდებოდნენ, თუმცა მან თანამდებობა 2 დღის წინ დატოვა.
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარეობს, სადაც მან 100 წლის წინ დაიდო ბინა.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















