|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრში ახლადაშენებული ტაძარი ეკურთხა

ქუთათელ-გაენათელმა მიტროლიტმა მეუფე კალისტრატემ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ახლადაშენებული ტაძარი აკურთხა. ტაძრის კურთხევას სასულირეო პირები, მრევლი და ადგილობრივი ხელისუფლების წაემომადგენლები დაესწრნენ. 

ტაძარი მოედანზე არსებული საკათედრო ტაძრის (სობოროს) დანგრევიდან 95-ე წლისთავზე აიგო. ტაძრის პირველი სართული ბაგრატ მესამის სახელობისაა, ხოლო მეორე სართული საქართველოს გამაერთიანებელი დავით აღმაშენებლის. 

ცენტრალურ მოედანზე ტაძრის მშენებლობა 2017 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც მიმდებარედ "მაკდონალდის" მშენებლობა გადაწყდა. 

ადგილზე "მაკდონალდსის" მშენებლობას პროტესტი მოყვა, რის პარალელურადაც, ეკონომიკის სამინისტრომ ეპარქიას  ტეროტორია უსასყიდლოდ გადასცა. 

 



ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა