|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ციხეში 200-მდე პატიმარი შიმშილობს

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 200-მდე პატიმარი შიმშილობს. თვითდაზიანება მიიყენა ერთ-ერთმა პატიმარმა.  მან ვენები გადაიჭრა, მისი ადვოკატის თქმით, მისი მდგომარეობა ახლა სტაბილურია. 

მსჯავრდებულების უფლებადამცველების განცხადებით, პროტესტის მიზეზი ამნისტიის მოთხოვნაა.

პატიმრობის შიმშილობასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

შეგახსენებთ, ამნისტიის კანონპროექტზე პარლანმენტი მუშაობს. კანონპროექტის გათვალისწინებით, ამნისტია სს კოდექსის 45 მუხლს ეხება. 

 

ავტორი: ნიუპრესი