ქუთაისის ციხის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
იუსტიციის მინისტრმა ქუთაისის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მინისტრის განმარტებით, გადაწყვეტილება დაწესებულებაში გუშინ მომხდარ ფაქტს უკავშირდება. საუბარია ძმის მკვლელობაში ბრალდებულის თვითმკველობაზე.
"უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც იმედი მაქვს რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი და ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ იმაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ამ თვითმკვლელობის თავიდან აცილება და ხომ არ იკვეთება მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქუთაისის პენიტენციური დაწესებილების რომელიმე თანამშრომლის”- განაცხადა წულუკიანმა.
28 სექტემბერს, გიორგი წურწუმიამ ძმას ცივი იარაღით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. 1 ოქტომბერს ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით თავი ჩამოიკიდა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















