"ქუთაისის ცხოველთა თავშესაფარში გამოვლენილია ცხოველთა უფლებების დარღვევის ფაქტები" (ვიდეო)
"ქუთაისის ცხოველთა თავშესაფარში გამოვლენილია ცხოველთა უფლებების დარღვევის ფაქტები", - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის "წევრებმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჟურნალისტებთან განაცხადეს. მათივე თქმით, უპატრონო ძაღლები სიცივით იხოცებიან, არ ხდება ცხოველების შესაბამისი მოვლა-პატრონობა.
"მათ უნდა მოახდინონ ძაღლების ვეტერინალური ზედამხედველობა, უნდა მოხდეს მათი დაბირკვა, კასტრაცია. ყოვლად დაუშვებელია ცხოველების განუსაზღვრელი რაოდენობით შეშვება ერთ ვოლიერში. ფაქტიურად, ცხოველებს აწვიმთ, გათბობაზე და კვებაზე რომ არ გავამახვილოთ ყურადღება. ბიუჯეტში არის გამოყოფილი თანხა იმისთვის, რომ მოწესრიგებული ყოფილიყო აღნიშნული საკითხები. დაგვპირდნენ, რომ აღნიშნული პრობლემები მოგვარდებოდა, თუმცა უშედეგოდ. მხოლოდ ვოლიერები არის შეღებილი, სხვა არანაირი წინსვლა არ შეინიშნება. ხდება ძაღლების წამება და გაუჩინარება, თანხები არამიზნობრივად იხარჯება",- აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია" თავმჯდომარემ თემურ ლაჭყეპიანმა.
მათი მთავარი მოთხოვნაა, შესაბამისმა სამსახურმა დაუყონებლივ შეასრულოს კანონით გათვალისწინებული ვალლდებულებები და დაიცვას ცხოველის უფლებები.
შეგახსენებთ, ავტოქარხანაში მდებარე ცხოველთა თავშესაფარში ამ დროისთვის 50–მდე ძაღლია. ვოლიერებში 5, ზოგან 8 უპატრონო ცხოველი ჰყავთ მოთავსებული.
"ნიუპრესსმა" აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, რამდენიმე თვის წინ ვიდეო-რეპორტაჟი გააკეთა, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ მიმაგრებულ ფაილში.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















