ქუთაისში ებრაელ ხალხს "ხანუქას" დღესასწაული მიულოცეს
ებრაელი ხალხის დღესასწაული - ხანუქობა გასული კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს ქუთაისში მდებარე სინაგოგაში სანთლის ანთების ცერემონიაში მონაწილოება იმერეთის ვიცე–გუბერნატორმა პაატა ნადირაძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს.
"დღეს ებრაელი ხალხისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ვილოცავთ ხანუქობას. მშვიდობას და და წარმატებას ვუსურვებთ მათ. დღეს ხდება მოლოცვა და სანთლის ანთების ცერემონიალი, რაშიც ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას,"–განცხადა პაატა ნადირაძემ.
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, ქართველებისა და ებრაელების მეგობრობა მრავალსაუკუნოვანია, რის საპატივცემულოდაც დღეს ეწვივნენ სალოცავს და ცერემოინიალში მონაწილეობა მიიღეს.
"ხანუქა"–არის დღესასწაული სინათლის სიბნელეზე გამარჯვებისა. ებრაელებისთვის, ასევე არის სასწაული, რომელიც მოხდა ბერძნების მიერ ტაძრის აოხრებისას, რა დროსაც დარჩენილი იყო მცირე ზეთი. ახალი ზეთის დამზადებას რვა დღე სჭირდებოდა. ცეცხლის ჩაქრობა კი რწმენის შერყევას ნიშნავდა. დარჩენილი ზეთი სასწაულებრივად ეყოთ ცხრა დღეს, რის გამოც ებრაელი ხალხი კიდევ უფრო გამტკიცდა თავის რწმენაში"-აღნიშნა სოხარ დავიდმა, ამერიკის ებრაელთა გაერთიანებული კომიტეტის - "ჯოიდი" წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ყაზახეთში.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















