ქუთაისში ერთიან ეროვნულ გამოცდებს 22 აბიტურიენტი გამოეთიშა
ქუთაისში ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე ინციდენტების გარეშე დასრულდა.
საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, ქუთაისში, საგამოცდო პროცესს 22 აბიტურიენტი გამოეთიშა. მისივე ინფორმაციით, რაიმე სახის დარღვევა არ ყოფილა.
პირველ საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელმა ზეინაბ ხაჩიძემ განმარტა, რომ ამ დროისთვის გამოცდა თითქმის ყველა აბიტურიენტმა გაიარა. მისი თქმით, ცენტრში 405 აბიტურიენტია რეგისტრირებული, მათგან გამოცდაზე 8 ახალგაზრდა არ გამოცხადდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ აბიტურიენტს რეგისტრაციაზე რამდენიმე წუთით დააგვიანდა, რის გამოც გამოცდაზე არ დაუშვეს.
ქუთაისში სამი საგამოცდო ცენტრია გახნილი, სადაც საგამოცდო პროცესს 1 200 აბიტურიენტი გადის.
ქვეყნის მასშტაბით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 000-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















