ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით 60 წლამდე ექიმი გარდაიცვალა. ქალს ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადება ქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რუსუდან ჯიქიას კოვიდ-19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, შემდეგ კი მისი მდგომარეობა გართულდა და დამძიმდა.
ექიმი ქუთაისის #2 ახალ სამშობიარო სახლში გინეკოლოგად მუშაობდა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 79 კოვიდ პაციენტი მკურნალობს, მათგან კრიტიკულად მძიმეა 5 პაციენტი.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა

15:13
13:05
10:03
09:58
















