"ქუთაისის ისტორია არ იწყება და არ სრულდება პარლამენტის შენობით"-მარიამ ჯაში
ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირების დასრულებას განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში გამოეხმაურა, მისი განცხადებით, ქუთაისის ისტორია არ იწყება და არ სრულდება პარლამენტის შენობით. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქალაქში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს დაუბრუნდეს ღირსეული სამუშაო პირობები.
„მინდა დიდი მადლიერებითა და პატივისცემით მივმართო ქუთაისის მოსახლეობას. ჩვენ, საქართველოს პარლამენტისპლენარული სესიების პერიოდში გვქონდა ქუთაისის არაჩვეულებრივ საზოგადოებასთან ხშირი შეხვედრების შესაძლებლობა.მადლობელი ვარ ამ ურთიერთობებისთვის, ამ გამოცდილებისთვის.
ქუთაისის ისტორია არ იწყება და არ სრულდება პარლამენტის შენობით, პარლამენტის ადგილმდებარეობით. ეს არის ქალაქი, ესარის მხარე, რომელსაც ჩვენი ისტორიისთვის აქვს უაღრესად მნიშვნელოვანი ფესვები.
ქუთაისს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ინიციატივები სჭირდება. ერთ-ერთ საკითხს გავიხსენებდი, 2011 წელს ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პრაქტიკულად "შტურმით" აღებას. რეალურად თუ გვსურს ქუთაისისთვის სასიკეთო საქმეების შექმნა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე არ უნდა ყოფილიყო ასეთ მდგომარეობაში ჩაყენებული.
ჩვენ ვმუშაობთ, რომ უახლოეს პერიოდში ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს დაუბრუნდეს ღირსეული სამუშაო პირობები. არის უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც აუცილებლად განხორციელდება ქუთაისში დაშესაბამისად, ჩვენ სწორედ მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ინიციატივებით დავუდასტურებთ ჩვენ პატივისცემას ქუთაისისსაზოგადოებას და შევუწყობთ რეგიონის განვითარებას ხელს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















