ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლას საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლას ესტუმრა. მიხეილ ჯანელიძე, რომელიც ამ სკოლის კურსდამთავრებულია, ჩაერთო პროექტში, „სკოლაში დაბრუნება“.
ის მოსწავლეებსა და პედაგოგებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველო-ნატოს თანამშრომლობასა და ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შესახებ ესაუბრა.
შეხვედრას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ნატოს დღეები 2 – 11 აპრილს იმართება.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















