|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერი განცხადებას უნდა წერდეს და თანამდებობას ტოვებდეს"

სარაგბო ბაზა, "აია არენას" მიმდებარედ კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, "თავისუფალი საქართელოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ გააპროტესტა.  მისი თქმით, ქუთაისის მერმა განცხადება უნდა დაწეროს და თანამდებობდა დატოვოს. 

"ოთხი წელია ვიცოდით, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ქუთაისშიც ტარდებოდა.  ამ ხნის განმავლობაში რა გააკეთეს? ტალახზე გადააგეს გზა და ახლა უნდა ვილოცოთ, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე არ ჩამოიშალოს. ეს არის სირცხვილი, მარაზმი, ქუთაისის მერი განცხადებას უნდა წერდეს და თანამდებობას ტოვებდეს.  მილიონები გაატანენ წყალს და სტუმრებს რა დაახვედრეს?  დაგვცინიან და ფოტოებს უღებენ აქაურობას. თუ არ რცხვენიათ? მილიონები ჩაიდეს ჯიბეში და  გაჭირვებულ ადამიანებს ერთ თეთრსაც არ მისცემენ", - განაცხადა გოგი წულაიამ.

 ქუთაისის მერიამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ ამ საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს "პოლიტიკური პოპულიზმი" უწოდა.

 "კანონის სრული დაცვით და ყველა სეგმენტის გათვალისწინებით ხდება ინფრასტრუქტურის მოწყობა ქუთაისში. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, დაიგო პირველი ფენა და უამინდობის გამო ვერ მოხერხდა მეორე ფენის დაგება, თუმცა გზა მოწესრიგებულია და გავლადია. "ნაციონალური მოძრაობის" და "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლების ,,გაერთიანებული აჟიოტაჟი" პოლიტიკური პოპულიზმია".

 

 

 

ამ თემაზე:

რაგბის ჩემპიონატი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ქუთაისში [VIDEO]

როგორ შეხვდა ქუთაისი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს?

"ჩემპიონატი ქუთაისისათვის იყო შანსი, რომელიც ვერ გამოიყენა"

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა