|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩემპიონატი ქუთაისისათვის იყო შანსი, რომელიც ვერ გამოიყენა"

"ჩემპიონატი ქუთაისისათვის  იყო შანსი, რომელიც ვერ გამოიყენა" -აცხადებენ "ნაციონალური მოძრაობაში".

 პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა დღეს რაგბის მოედანთან "აია არენასთან" გააპროტესტეს.

"ჩვენ ვთვლით, რომ ეს ჩემპიონატი იყო შანსი, უამრავი ჩამოსული უცხოელი სპორტსმენის, ჟურნალისტისა თუ გულშემატკივარის თვალში,  ღირსეულად წარმოგვეჩინა ჩვენი ქალაქი, მიუხედავად იმისა,  რომ 636 ათასი ლარი დახარჯა სტადიონის მიმდებარე ინფრასტუქტურის მოსაწესრიგებლად",- განაცხადა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჯუმბერ შაშიაშვილმა. 

მისი თქმით, ხელისუფლებამ თავი ვერ მოაბა ახალი რაგბის სტადიონის მშენებლობას, რომელიც ზარ-ზეიმით დაანონსეს არჩევნების წინ სპორტის მინისტრმა და გუბერნატორმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ქალაქის მერს  სიცრუეში ადანაშაულებს.

"რამდენიმე დღის წინ აქ იმყოფებოდა ქალაქის მერი შოთა მურღულია.  მან  დაამშვიდა საზოგადოება, რომ ქალაქი მომზადებული ხვდებოდა მსოფლიო ჩემპიონატს, მიმდინარეობდა სტადიონების  მიმდებარედ საფეხმავლო ბილიკებისა და მწვანე საფარის რეაბილიტაცია და  პირადად აკონტროლებდა ყველა ამ სამუშაოს, რაც, სამწუხაროდ,  აღმოჩნდა ტყუილი,-განაცხადა შაშიაშვილმა.

ქუთაისის მერიაში  აღნიშნულ განცხადებას პოლიტიკურ პოპულიზმს უწოდებენ და სამუშაოების გაჭიანურებას უამინდობას უკავშირებენ.

"კანონის სრული დაცვით და ყველა სეგმენტის გათვალისწინებით ხდება ინფრასტრუქტურის მოწყობა ქუთაისში. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, დაიგო პირველი ფენა და უამინდობის გამო ვერ მოხერხდა მეორე ფენის დაგება, თუმცა გზა მოწესრიგებულია და გავლადია. "ნაციონალური მოძრაობის" და "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლების ,, გაერთიანებული აჟიოტაჟი" პოლიტიკური პოპულიზმია".

 აღნიშნულ საკითხს  დღეს "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელი გოგი წულაია გამოეხმაურა.  

 

 ამ თემაზე: "ქუთაისის მერი განცხადებას უნდა წერდეს და თანამდებობას ტოვებდეს"

რაგბის ჩემპიონატი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ქუთაისში [VIDEO]

როგორ შეხვდა ქუთაისი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს?

"ჩემპიონატი ქუთაისისათვის იყო შანსი, რომელიც ვერ გამოიყენა"

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა