|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნაგავსაყრელის მშენებლობის მოწინააღმდეგებმა ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს

ქუთაისის მერიაასთან  ჭოგნარის მოსახლეობამ „გამაფრთხილებელი აქცია“ გამართა. ისინი ჭოგნარში რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ.  მათი თქმით, პროექტის განხორციელება მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს  შეუქმნის.

„არა ერთხელ გავაპროტესტეთ, პეტიციაც კი შევიტანეთ მერიასა და სხვადასხვა უწყებაში, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არ მოხდეს ნაგავსაყრელის მოწყობა, თუმცა ყურადღებას არავინ გვაქცევს. აქციები მერიიდან იმიტომ დავიწყეთ, რომ  შოთა მურღულია პირველი მხარდამჭერია პროექტის განხორციელების. ის ფიქრობს ეკონომიურ საკითხზე და არა ჩვენზე, მოსახლეობაზე.  ჩვენ ძალიან ახლოს ვცხოვრობთ იმ ტერიტორიასთან, სადაც ნაგავსაყრელის მოწყობა იგეგმება.  რა ევროპული სტანდარტებითაც არ უნდა მოეწყოს მიმდებარე ტერიტორია, მაინც საფრთხის შემცველია ჩვენთვის და რა თქმა უნდა, მთელი სოფელი ფეხზე დავდგებით და გავაპროტესტებთ ნაგავსაყრელის მოწყობას“,- ამბობს სოფელს ჭოგნარის მცხოვრები ბერდია ცხადაბერიძე.

აქციის მონაწილეების თქმით, ნაგავსაყრელის მოწყობას იმერეთის 6 სოფელი აპროტესტებს. მოსახლეობა მასშტაბური აქციის გამართვას პარლამენტთან გეგმავს.

 მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის გიორგი შუხოშვილის განცხადებით, პროექტი ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტებით და დაცული იქნება ყველა  მოთხოვნა. მისივე თქმით, ნაგავსაყრელის მოწყობა მოსახლეობისთვის  და ეკოსისტემისათვის უვნებელი იქნება.

შეგახსენებთ, იმერეთში რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობა იგეგმება, რომლისათვისაც ადგილი ქუთაისის მიმდებარედ განისაზღვრა.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა