ქუთაისის მერი სტიქიისგან დაზარალებულებს შეხვდა
ქუთაისის მერია დაზარალებულ მოსახლეობას შესაბამისად დაეხმარება. ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის მერმა სტიქიისაგან დაზიანებული ადგილები დაათვალიერა, ასევე შეხვდა დაზარალებულებს.
ქალაქის მერის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობენ, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ზარალის დათვლა კი ქარის ჩადგომის შემდეგ მოხდება, რადგანაც მუშაობა ამ დროისთვის გარკვეულ რისკებს შეიცავს.
მელიქიშვილის ქუჩაზე სტიქიამ საცხოვრებელი კორპუსი სახურავის გარეშე დატოვა. ასევე წაქცეულია რამდენიმე ხე.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















