|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია „ობიექტივს“ სასამართლოში ჩივილით ემუქრება

ქუთაისის მერია მედია-კავშირ „ ობიექტივს“ სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს და მას სასამართლოში ჩივილით ემუქრება.

საქმე ეხება  "ობიექტივის" ეთერში  9 ოქტომბერს  გასულ მასალას, რომელშიც ქუთაისის მერიის მტკიცებით,  არასწორი ინფორმაცია გავიდა ქუთაისის  მერიის მიერ მიწის ნაკვეთების განკარგვასა და ავტომანქანების პარკირების საკითხთან დაკავშირებით.

„მედიაკავშირ ,,ობიექტივის“ ვიდეო მასალაში მოყვანილია ფაქტები, რომელიც აბსოლუტურად დაცილებულია ობიექტურ ჭეშმარიტებას.  ვიდეო რგოლი ქუთაისის მერიის იმიჯის დისკრედიტაციას ითვალისწინებს, რომელზეც გვსურს სამართლებრივი რეაგირება მოვახდინოთ. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამ ქმედების უკან დგას პოლიტიკური პარტია ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“. შესაბამისად, მედია-კავშირ ,,ობიექტივს“ ვურჩევთ, დაინტერესდეს 2013 წელს ,, საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ქუთაისში როგორ გაასხვისა ათობით სკვერი და ტროტუარი. თუკი მედია-კავშირი არ შეწყვეტს სიცრუის ტირაჯირებას, ქუთაისის მერია იძულებული გახდება სასამართლოს მიმართოს“,- ნათქვამია ქუთაისის მერიის განცხადებაში, რომელსაც თან მედიაკავშირის ეთერში გაჟღერებული ბრალდებების საპასუხო დოკუმენტაცია ახლავს თან.

 

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა