ქუთაისის მერია "მეოთხე პოლიკლინიკის" სახურავის შეკეთებისათვის 27 570 ლარს გადაიხდის
ქუთაისის მერია "მეოთხე შერეული პოლიკლინიკის" სახურავის შეკეთებისათვის 27 570 ლარს გადაიხდის. სულხან-საბას გამზირი N19-ში მდებარე შენობის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი NAT180015302 გამოცხადდა.
სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 45 კალენდარული დღით განისაზღვა. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წელს შეადგენს.
შპს "მეოთხე შერეული პოლიკლინიკის" 100 %-იანი წილის მფლობელი ქუთაისის მერიაა. პოლიკლინიკის ხელმძღვანელად გასულ წელს ნინო ჩალაძე დაინიშნა, რომელიც მხარის გუბერნატორის მოადგილის გრიგოლ დალაქიშვილის მეუღლეა.
2018 წლის ბიუჯეტიდან ქალაქის მერიამ პოლიკლინიკისათვის სამედიცინო დანადგარები შეიძინა, რაც სკრებულოს სხდომაზე კამათის და აზრდა სხვადასხვაობის მიზეზიც გახდა. წინასაარჩევნო პერიოდში პოლიკლინიკა უფასო სამედიცინო მომსახურების აქციებს მართავდა, რაც ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო ქმედებად ფასდება.
ფოტო- გუგლის არქივი
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















