|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის მიერ შერჩეული 3 ინიციატივიდან ერთ-ერთს მოქალაქეები შეარჩევენ

 ქუთაისის მერიამ მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების და პროექტების მიღება მოახდინა. მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი იდეა პროექტის სახით, ელექტრონულად საიტზე VOLIS.KUTAISI.GOV.GE განეთავსებინათ.

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ნებისმიერ მსურველს მიმდინარე წლის 6 ივლისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით საშუალება ჰქონდა საკუთარი იდეა წარედგინა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის.  29  პროექტიდან კი ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ 3 შეარჩია.

3 შერჩეული ინიციატივიდან, ერთ საუკეთესოს თავად მოქალაქეები გამოავლენენ ინტერაქტივის საშუალებით, რომელიც 2019 წლის ბიუჯეტში აისახება.

ქუთაისის მერია მოქალაქეებს  პროექტის შესრჩევაში აქტიურობისაკენ მოუწოდებენ. 

საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შესაძლებლობა  https://goo.gl/forms/yHYTNJtjdtdqgDYi2 ბმულზეა. 

ხმის მიცემა მ/წ 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.

 ინიციატივებ შორისაა მესხიშვილისა და ოპერის თეატრების  შშმ პირებისათვის ადაპტირება,  ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა და ამფითეატრის გახსნა 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა