|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია ,,საქართველოს კულტურის პალატას’’ შენობას უსასყიდლოდ გადასცემს

ქუთაისის მერია ააიპ ,,საქართველოს კულტურის პალატის’’  პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ უზუფრუქტის ფორმით შენობა-ნაგებობას გადასცემს.

მერიის მოთხოვას საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე დაჩქარებული წესით ხვალ განიხილავს. მერია 'საქართველოს კულტურის პალატას" 2104 კვ. მ შენობას და 6420 კვ.მ მიწის ნაკვეთს გადასცემს.

საუბარია "ქუთაისი არენაზე", რომელიც სულხან–საბა ქუჩაზე მდებარეობს. შენობაში ბოლო დროს საკონცერტო სივრცე მოეწყო და კონცერტები იმართება. მათ ორგანიზებას კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი უწევს. 

ობიექტის გადაცემას გაერთიანებული ოპოზიცია აპროტესტებს.  ამ მიზნით ადგილზე დღეს საინფორმაციო ბრიფინგი იგეგმება. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა