|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია ტროტუარებისა და გზის "ორმოული" შეკეთებისათვის 700 ათას ლარს დახარჯავს

ქუთაისის მერიას გზებისა და ტროტუარების  შეკეთებისათვის  მომავალი წლის ბიუჯეტში 700 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ქუჩების სავალი ნაწილის და ტროტუარების ა/ბეტონით და ბეტონით  „ორმოული“ შეკეთების სამუშაოების შესყიდვის მიზნით მერიამ უკვე გამოაცხადა ორი ტენდერი. 

 NAT180020313 ელექტრონული ტენდერის პირობებით, ქუჩების სავალი ნაწილისა და ტროტუარების  ორმოული შეკეთებისათვის 600 ათასი ლარია განსაზღვრული, გამარჯვებული კომპანია  სამუშაოებს  2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეასრულებს. 

 დაწნეხილი და გრანიტის ფილების საფარით დაზიანებული ადგილების მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით კი მერია NAT180020314 ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. გამარჯვებული კომპანია სამუშაოების შესრულებას მომავალი ერთი წლის განმავლობაში მოახდენს, რისთვისაც 100 ათას ლარს მიიღებს. 

ტენდერები 19 დეკემბერს გამოცხადდა, განაცხადების მიღება კი იანვრის დასაწყისში მოხდება.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა