ქუთაისის მერია წლის წარმატებულ სპორტსმენებს დააჯილდოვებს
წლის წარმატებული ქუთაისელი სპორტსმენების მიღების ორგანიზებისათვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
12 ათას ლარიანი ტენდერის პირობებში მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს წლის წარმატებული ქუთაისელი სპორტსმენების მიღების ორგანიზება, რესტორნის ტიპის დაწესებულებაში. ღონისძიება 26 დეკემბერს გაიმართება.
მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 6 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სპორტსმენისათვის 15 სიმბოლური პრიზის დამზადება და მიწოდება, ხოლო ღონისძიებაზე მოწვეული ყველა სპორტსმენის 140 სასაჩუქრე ნობათით დასაჩუქრება ღონისძიების ჩატარების ადგილზე.
მერიამ წარმატებული სპორტსმენები გასულ წელსაც დააჯილდოვა. წლის სპორტსმენის პოსტზე ზვიად პატარიძემ გაიმარჯვა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















