ქუთაისის მერიამ დროშის დგარის მოსაწყობად 65 651 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
ქუთაისში, ნიკეას ქუჩის №70 ბინის მიმდებარედ, სახელმწიფო დროშის დგარის მოწყობისთვის მერიამ ტენდერი NAT180005887 გამოაცხადა.
ბიუჯეტიდან დროშის დგარის მოსაწყობად 65 651 ლარი გამოიყო.
მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ქუთაისში, ნიკეას ქუჩის №70 ბინის მიმდებარედ, სახელმწიფო დროშის დგარის მოწყობა.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური სამუშაოები, რომლის მოცულობა 2007 წლიდან დღემდე, ჯამში არ უნდა იყოს სატენდერო თანხის 100%-ზე ნაკლები.
წინადადებების მიღება 3 მაისს იწყება და 8 მაისს მთავრდება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



12:47
14:20
11:35
17:49
16:38
















