|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის თანამშრომლების ხელფასებიდან ფონდში „ქუთაისი“ 10 832 ლარი გადაირიცხა

ქუთაისის მერიამ საქველმოქმედო ფონდში „ქუთაისი“ 10 832 ლარი გადარიცხა. საუბარია, საქველმოქმედო ფონდთან გასულ წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც თანამშრომლებმა ხელფასის 1%-ს გადარიცხეს.

„ნიუპრესის“ ინფორმაციით, ფონდში თანხის გადარიცხვაზე თანხმობა მერიის 208 თანამშრომელმა გამოთქვა. ასევე გამოვითხოვეთ ინფორმაცია, ააიპის თანამშრომლების მიერ გადარიცხული თანხის შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია არ მიგვიღია.

მერიამ მისი თანამშრომლის, ააიპ "მადლიერების სახლის" მმართველის თამთა ბაკურაძის მონაწილეობით დაფუძნებულ ფონდთან ხელშეკრულება გასულ წლის ივლისში გააფორმა. ოპოზიციამ მერია საარჩევნოდ თანხების მობილიზებაში დაადანაშაულა, რის გამოც,  მერის განცხადებით, ფონდიდან საარჩევნო პერიოდში თანხები აღარ გაიცემოდა.

ფონდის თანადამფუძნებელი თამთა ბაკურაძე "ნიუპრესთან" საუბარში განმარტავს, რომ გასულ წელს მხოლოდ ერთი გადარიცხვა განხორციელდა. მისი ინფორმაციით, შესული თანხის ნაწილი საკრებულოს თანამშრომელს ანა კერესელიძეს  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გადაერიცხა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ფონდის ანგარიშზე 14 000 ლარი ირიცხება, რომელთა მიზნობრივად გაცემასაც აღმასრულებლი საბჭო უზრუნველყოფს.

"გასულ წელს მხოლოდ ერთი გადარიცხვა გავაკეთეთ, რადგან არჩევნების გამო შეჩერებული იყო გადარიცხვები. ანა კარესელიძეს თურქეთში დაახლოებით 7000 დოლარი ჩავურიცხეთ. რაც შეეხება სხვა თანხას დაახლეობით 14 000 ლარია ანგარიშზე. ვგეგმავთ ოფისი ავიღოთ, სადაც შეეძლებათ განცხადების შემოტანა. ჩვენი აღმასრულებელი საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებით განიხილავს განცხადებას და საჭიროების შემთხვევაში გადავრიცხავთ. აქცენტი გაკეთდება იმ პირებზე, რომლებიც სახელმწიფოს ვერცერთი პროექტში ვერ მოხვდებიან"-განაცხადა ბაკურაძემ. მისი თქმით, ფონდი გარდა მერიისა ააპირებს ხელშეკრულება გააფორმოს ააიპებთან, კერძო სექტორთან და წერეთლის უნივერსიტეტთან, რომლებიც  თავად გამოთქვამენ სურვილს თანამშრომლობაზე.

 

ფონდ "ქუთაისს" მერიის სტრუქტურებში დასაქმებულების ხელფასებიდან თანხები უკვე დაერიცხა

"ქუთაისის მერიას არ ქმნის ფონდს"- მერიის განმარტება საქველმოქმედო ფონდთან დაკავშირებით

"ეს არის წინასაარჩევნოდ ე.წ. პარტიული ყულაბის შექმნის მცდელობა"-გიგა შუშანია

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა