|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ გამარჯვებული ბიზნესკომპანიები გამოავლინა

ქუთაისში წლის ბიზნესკომპანიები გამოავლინეს. რამდენიმე კვრის წინ ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადება, 42 ბიზნესმენისთვის გახდა საინტერესო. წლის ბიზნესკომპანიების გამოსავლენად მფლობელებმა მერიას საკუთარი მონაცემები გადაუგზავნეს. კომისიამ ქალაქის მერი თავმჯდომარეობით 12 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა.

მსგავსი ტიპის ღონისძიება პირველად გაიმართა ქუთაისში, თუმცა იმედოვნებენ, რომ მომავალშიც გაგრძელდება, რაც ერთგვარი სტიმული იქნება მეწარმეებისთვის.

ღონისძებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ომარ ნიშნიანიძე და თამაზ მეჭიაური, ასევე ბიზნესმენები ესწრებოდნენ.

ქალაქის მერმა ბიზნესმენებს მათი საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და მათ მომავალი თანამშრომლობა შესთავაზა.

„დღეს ძალიან კარგი საღამო გამოვიდა და კარგ იდეას მიეცა განხორციელების საშუალება. ესენი არიან  ადამიანები, რომელთა წარმატებაზეც არის დამოკიდებული ქალაქის განვითარება, ჩვენის მხრივ ვცდილობთ,  მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს ამ სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენ შევთავაზეთ მათ სხვადასხვა ინიციატივები და იმედია, წარმატებული თანამშრომლობა გამოვა. ასევე შეიქმნა მუდმივმოქმედი საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც შევლენ სხვადასხვა სფერო წარმომადგენლები, რომელთა მოსაზრებები მნიშვენელოვანი იქნება ქალაქის განვითარებისათვის“–განაცხადა შოთა მურღულიამ.

სულ 13 ნომინაცია გამოვლინდა:

ნომინაციაში წლის „ქველმოქმედი“, გაიმარჯვა  მიკროსაფინანსო ორგანი „კრისტალმა“, რომელმც გასულ წელს ქველმოქმედებაში 77 000 ლარი  დახარჯა.

წლის „დამსაქმებელი“ საზოგადოება „იმერი“გახდა, სადაც 416 ადამიანია დასაქმებული.

ნომინაციაში „ქალი მეწარმე“  შპს „გურმანის“ მფლობელმა ფატი გრიგოლავამ გაიმარჯვა. რომლის წლიურმა შემოსავალმა 88 000 ლარს გადააჭარბა.

ნომინაციაში წლის „სტარტაფი“ გაიმარჯვეს ტურისტულმა შპს–მ   „თრეველაინმა“, რომლის წლიური ბრუნვა 2 100 000 იყო და ასევე მწვანილის ექსპორტიორმა კომპანიამ "გრინი".

წლის“ტურისტული კომპანია“ გახდა შპს „ვორდენლენდი“, 300 000 ლარიანი შემოსავლით.

„მზარდი ბიზნესის“ ნომინაციაში გაიმარჯვა შპს „გიან 2011“–მა, 1 900 000 ლარიანი შემოსავლით.

„წლის ინვესტორი“ გახდა ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანია „აია“ 450 000 ლარიანი ბრუნვით.

„წლის სამრეწველო კომპანია“ გახდა “ექსტრა მითი“, რომლის შემოსავალმაც 3 300 000 ლარს გადააჭარბა.

„წლის ექსპორტიორი“ გახდა, ინდმეწარმე  „დათო ჩაფრავა“, რომელიც თხილის ექსპორტს აწარმოებს, მისი შემოსავალი 4 600 000 ლარი გახდა.

მერიამ „“წლის პარტნიორად“  შპს „ჯეო კონსტრუქშენი“ დაასახელა, 2 მილიონიანი შემოსავლით.

„წლის კომპანია“ შპს „მაკნატუნა“ გახდა, 5 700 000 ლარით.          

გამოვლინდა მერიის „სპეციალური  პრიზის“ ნომინაციაში გამარჯვებული, რომელიც ტელე–რადიო კომპანია „რიონი“ გახდა.

ღონისძებას ორგანიზება ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის  სამსახურმა გაუწია. სამსახურის უფროსის პაატა კლდიაშვილის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგარძელდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი