|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ ნანა მესხის კონცერტისათვის 15 ათასი ლარი გადაიხადა

ქუთაისში 5 მაისს ქართველი კომპოზიტორის ნანა მესხის კონცერტი ჩატარდა. ღონისძიება ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მოეწყო.  ქუთაისის მერიამ კონცერტის გასამართად  15 ათასი ლარი გადაიხადა.

კონცერტი  „წლის კალენდარული ღონისძიებების“  ფარგლებში გაიმართა, რომელიც ქუთაისის საკრებულოს 14 დეკემბრის #151 დადგენილებით დამტკიცდა, თანხა 2017 წლის ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

ღონისძიების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად მონაწილეების სიაში იყვნენ: კვარტეტი ,,ქართული ხმები’’,  ტრიო ,,თბილისი’’, ,,თბილისური კვარტეტი’’, ჯანო იზორია, პაატა გულიაშვილი, თამარ მაყაშვილი, გიორგი მეფისაშვილი, ზურა მანჯავიძე, სოფო ხალვაში, ეკა მამალაძე. ამავე ინფორმაციით,  კონცერტის წამყვანებად  ნიკა წულუკიძე და მარგო ლუჩკო იყვნენ მოწვეულნი.

ქართველი კომპოზიტორი  ნანა მესხი 500-მდე სიმღერის ავტორია.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა