|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისათვის ტენდერი გამოაცხადა

ქუთაისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისაათვის ტენდერს აცხადებს, სამუშაოებისაათვის 3 663 474 ლარია გათვალისწინებული. 

 ელექტრონული ტენდერის NAT190000692 მიხედვით, კომპანიას რომელიც სამუშაოების წარმოების უფლებას მიიღებს,   ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

სატენდერო წინადადებების მიღება პირველი თებერვლიდან იწყება და 6 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების წარმოებისათვის 6 თვის ვადა  (180 კალენდარული დღე) ეძლევა.  

პროექტი, რომელიც ქუთაისში წელს დაგეგმილ პროექტებს შორის ყველაზე მასშტაბურია, რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. 

 შეგახსენებთ, ქუთაისში რუსთაველის გამზირზე სამუშაოები გასულ წელს დაიწყო, რაც წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებას ითვალისწინებდა. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და გაჭიანურებული სამუშაო პროცესი ადგილობრივების უკმაყოფილების მიზეზი არაერთხელ გახდა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა