ქუთაისის მერიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა
ქუთაისის მერიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. საუბარია, მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის მაია მურუსიძის საქმეზე. მაია მურუსიძემ მერიას სასამართლო დავა მოუგო. სასამართლომ თვითმმართველობას მურუსიძის თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის გადახდა დაავალა.
მერიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.
მაია მურუსიძე ერთ-ერთია რეორგანიზაციის ფარლებში გათავისუფლებულთაგან, მის მსგავსად თვითმმართველობას დავა რამდენიმე თანამშრომელმა მოუგო, თუმცა არც ერთის გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილებულა.
მაია მურუსიძის განცხადებით, მერიაში კულტურის განყოფლების ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტურია და შესაძლებელი იყო პოსტზე მის დანიშვნა, რაც მერიამ არ გააკეთა. მისი თქმით, მერია დროის გაჭიანურებას ცდილობს და ვარაუდობს, რომ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















