ქუთაისის მერიასა და "ლაგუნას" შორის მოლაპარაკებებში ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო
საცურაო აუზსა და ქუთაისის მერიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო, - ამის შესახებ ქალაქის მერმა "ნიუპრესს" განუცხადა.
"ლაგუნას ხელმძღვანელობა აუზის გასხვისებას გეგმავს, რის შესახებაც ჩვენ შეგვატყობინეს. საცურაო აუზი და მიმდებარე მოედანი 6 მილიონ ლარად შეფასდა, რისი შეძენის საშუალება ქალაქის ბიუჯეტს არ აქვს. ვისაუბრეთ ქონების მონაცვლეობის საკითხზე. კომპანიას (ვისოლი) ქალაქში არსებული სხვადასხვა ტერიტორიები შევთავაზეთ, მათ შორის ყოფილი საგუბერნიე ციხის ტერიტორია, თუმცა ტერიტორიები რომელიც კომპანიის ინტერესებში შედის ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობაშია, მიმდინარეობს სამმხრივი მოლაპარაკება", -განაცხადა შოთა მურღულიამ.
რაც შეეხება, ქუთაისის ააიპი "სპორტული გაერთიანების" წყალბურთელთა გუნდებისათვის აუზით სარგებლობის საკითხს, მერის განცხადებით, "ლაგუნა" სოლიდურ თანხას ითხოვს, რაზეც, ასევე, შეთანხმება ჯერჯერობით არ შემდგარა.
ამ თემაზე: "ლაგუნა" ქუთაისის მერიას მომსახურებისათვის ყოველთვიურად 11 ათას ლარს თხოვს"
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















