ქუთაისში ლტოლვილთა დანიის საბჭო საბავშვო ბაღს ააშენებს
ქუთაისის მერიასა და საქართველოში ლტოლვილთა დანიის საბჭოს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
ინფორმაციის თანაცმად, პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტში, შერვაშიძის ქუჩა#53 აშენდება ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი და უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ინვენტარით.
ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და ლდს-ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ.
ქუთაისში ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდება.
ავტორი: ნიუპრესი





12:44
13:23
13:14
12:10
16:38
















