|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში არქიტექტურის ააიპი შეიქმნა

ქუთაისის მერიაში ახალი ააიპის შექმნას საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. მერიაში გატარებული რეორგანიზაციით, არქიტექტურის სამსახური გაუქმდა, სანაცვლოდ კი ახალი ააიპი შეიქმნა.

საკითხს საკრებულოს ოპოზიციის უკმაყოფილება მოყვა. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, ააიპი რეალურად პარტიული აქტივის დასაქმებისთვის იქმნება.

"რეორგანიზაციით გადაწყვიტეს აუდიტის სამსახურის შექმნა, თუმცა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ვერ ჩაეტეოდნენ, ამიტომ გააუქმეს არქიტექტურის სამსახური და ააიპად გადააკეთეს, სადაც დასაქმედებიან აქტივისტები. რეალურად, მოტივი, თითქოს გაუმჯობედება სერვისი, არაა სწორი, რადგან კიდევ ერთი ორგანო იქმნება, რომელიც ადამიანებს დამატებით თანხებს გამოართმევს"-განაცხადა გიგა შუშანიამ.

ოპოზიციის შენიშვნას მერმა უპასუხა. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ააიპში დაახლოებით 10 ადამიანი დასაქმდება და გაუმჯობესდება სერვისი.

"თბილისის მოდელი გადმოვიღეთ, გაუმჯობესდება მომსახურეობის სერვისი, ააიპს თავიდან გამოვუყოფთ ბიუჯეტს, თუმცა ვიმედოვნებთ, მომავალში თავად მოიზიდავს თანხებს ნებართვების ერთ დღეში გაცემით და გაუმჯობესებული სერვისით", -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

მან გიგა შუშანია არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, მერის განცხადებას გამოეხმაურა გიგა შუშანია და განაცხადა, რომ გიორგი ჭიღვარიას განცხადება, თითქოს ააიში სერვისი გაუმჯობესდება, არის აღიარება, რომ ახლა გამართულად არ მუშაობენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა