ქუთაისის მერიაში კონკურსით შერჩეულ კანდიდატებს 26 იანვარს წარადგენენ
ქუთაისის მერიაში გამოცხადებულ კონკურსზე კანდიდატთა შერჩევა დასრულდა.
მერიის მიერ გამოცხადებული იყო ხუთი სამსახურის უფროსის, მოადგილეების, განყოფილებების უფროსების და სპეციალისტების ვაკანსიები.
მერიაში განმარტავენ, რომ შერჩეულ კანდიდატთა წარდგენა 26 იანვარს ოფიციალურად მოხდება. ამ დრომდე შერჩეულ კანდიდატთა ვინაობა არ სახელდება.
მერიის ინფორმაციით, კანდიდატურების შერჩევა 11 პოზიციაზე ხდებოდა. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა და საბუთების გადარჩევას და გასაუბრებას მოიცავდა. წელს კანდიდატებს ტესტირება არ გაუვლიათ.
გამოცხადებულ ვაკანსიებზე 61 განაცხადი იყო შესული. პირველი ეტაპი 18-მა კონკურსანტმა გადალახა, თუმცა გასაუბრებაზე რამდენიმე კანდიდატი არ გამოცხდდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















