|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში გიგა შუშანიას ბრალდებას სიცრუეს უწოდებენ

ქუთაისის მერიაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგა შუშანიას ბრალდებას სიცრუეს უწოდებენ. საკრებულოს დეპუტატის განცხადების პასაუხად, სადაც იქ ქუთაისის მერიას კორუფციასა და უკანონო ნაგავსაყრელის მოწყობაში ადანაშაულებს, მერიაში ცოტა ხნის წინ უპასუხეს. 

"როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისში მიმდინარეობს წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია რომლის ანაფრეზი მასალაც ამდროისთვის კოლეჯ „იბერიას“ მიმდებარე ტერიტორიაზეა დასაწყობებული და სამომავლოდ ისევ რეაბილიტაციის პროცესში იქნება გამოყენებული. გავრცელებული ინფორმაცია ანაფრეზის უკანონო გაყიდვისა და განთავსების შესახებ, არის სიცრუე და ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ ბრიფინგი გამართა, სადაც მერია  ქალაქის ცენტრში ტონობით დაყრილი ასფალტის ნარჩენების გამო გააკრიტიკა.  

ავტორი: ნიუპრესი