ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია გრძელდება
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია გრძელდება, ამის შესახებ ქალაქის მერმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, არ მოხდება თანამშრომლეთა შემცირება ან დამატება, "უბრალოდ, ხუთ სამსახურში მიმდინარეობს გადაადგილება",-განაცხადა მურღულიამ. მისი თქმით, კონკურსგავლილი და შტატგარეშე თანამშრომლები მერიაში მუშაობას გააგრძელებენ.
რეორგანიზაციის ფარგლებში ცვლილება ეხება ეკონომიკის სამსახურის ტურიზმის განყოფილებას, რომელიც ააიპად ჩამოყალიბდა და ცალკე გადავიდა. ასევე ტრანსპორტის სამსახური ეკონომიკის სამსახურში გადავა. რეორგანიზაციის ფარგლებში მომხდარი ცვლილება 1 აპრილიდან ამოქმედდება.
საკითხის განხილვას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. გია უკლებას რეპლიკას -"ოთხი წელია მერი ხართ და ვერ გაგიგიათ, რა მენეჯმენტით მუშაობთ, თუ ეს სამსახურები არასწორი მენეჯმენტით მუშაობდნენ, რატომ აქამდე არ შეცვალეთ?" მერის პასუხი მოყვა: "იმდენად ჩასვრილი გქონდათ საქმე, აქამდე ვერ გამოსწორდა".
ქალაქის მერის ამ განცხადებას საკრებულოზე სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















