|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში საკადრო ცვლილებებს არ ადასტურებენ

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის პარალელურად მაღალჩინოსნების გათავისუფლების შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თანამდებობებს დატოვებენ მერის მოადგილეები გიორგი იობაშვილი და იუზა უგულავა. 

მერიაში საკადრო ცვლილებებს არ ადასტურებენ.

"ქუთაისის მერიაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება, ჩვენთვის უცნობია, საიდან და რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია"- განაცხადეს ქუთაისის მერიაში.

 გიორგი იობაშვილი მერის მოადგილის პოსტზე ჯერ კიდევ წინა მერის დროს დაინიშნა, იუზა უგულავა კი პოსტზე გიორგი ჭიღვარიამ წარადგინა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თანამდებობას დატოვებს იმერეთის გუბერნატორის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი. დალაქიშვილის განცხადებით, ის შვებულებაშია და უახლოეს დღეებში საქმიანობას დაუბრუნდება. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა